გვინდა თავისუფალი ევროპული ქვეყანა! - თბილისის პარალელურად აქციაა რუსთავშიც
თბილისის პარალელურად, პროტესტია რუსთავშიც. მოქალაქეები დედაქალაქში შეკრებულ პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტოს მსვლელობა რუსთავის შესასვლელიდან დაიწყეს და მერიასთან დაასრულებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ევრპოული მომავლისთვის ბრძოლაში არ დაიღლებიან.
აქციაზე იმყოგება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ნინო სულაშვილიც.
ჩვენი სათქმელი არის ის, რომ ყველას ერთად გვინდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანა. ერთადერთი ხელის შემშლელი გახლავთ ეს მოძალადე რუსული მთავრობა. ამ გულანთებულ, უკარგეს ბავშვებს მომავალს უკლავენ. გამოდით ხალხო და ხმა ამოიღეთ! ახლა დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია. დადექით ისტორიის სწორ მხარეს, - ამბობს ნინო სულაშვილი.