მწერლები მწერალთა სახლის დირექტორს მოუწოდებენ, დაგმოს ძალადობა - ქეთევან დუმბაძე დაიმალა

03.12.24 20:58
მწერლები მწერალთა სახლის დირექტორს მოუწოდებენ, დაგმოს ძალადობა - ქეთევან დუმბაძე დაიმალა

მწერალთა სახლის დირექტორი მწერლებს დაემალა.  ქეთევან დუმბაძე მათ დაპირდა, რომ სასაუბროდ მივიდოდა, მაგრამ მოატყუა. უკვე რამდენიმე საათია მწერალთა სახლში მწერლები და მთარგმნელები დუმბაძესთან მივიდნენ, რომ გაეგოთ, რას ფიქრობს ის უკანონოდ დაკავებული მწერლების შესახებ, რომლებსაც სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. "ამოუხსნელია ამორალური დუმილი-" ამბობენ აქციის მონაწილეები, რომლებსაც თან აქვთ ნაცემი და დაკავებული ადამიანების ფოტოებიც.

მწერლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დუმბაძე მათ არ შეხვდება, ისინი მის გადადგომასაც მოითხოვენ.

ჩვენი მოთხოვნაა, მწერალთა სახლმა დააფიქსიროს პოზიცია, რას ფიქრობს ნაცემ და ნაბეგვ, ციხეებშ ჩაყრილს მწერლებთან დაკავშირებით, - ამბობენ მწერლები.