ცნობილია, რამდენი მომიტინგეა დაკავებული აქციებზე
აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში კი მიცემულია 5 პირი – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დარახველიძემ დემონსტრანტებს მოუწოდა, მშვიდობიანად და კანონის ჩარჩოებში გამოხატონ პროტესტი.
დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ.
დასრულებული 89 საქმიდან:
43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა
41 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას.
5 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა", - განაცხადა დარახველიძემ.