ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი - გიორგი ბაჩიაშვილი

03.12.24 22:32
ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი - გიორგი ბაჩიაშვილი

 

ხალხმა უნდა დავიცვათ კონსტიტუცია, რომელიც მთავრობამ ფეხქვეშ გათელა - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმზე "პირველებთან" განაცხადა. 

ბაჩიაშვილი იმ უამრავ მოქალაქესთან ერთად ახლა რუსთაველის გამზირზე დგას და "ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას აპროტესტებს. 

ჩემი მოტივაცია არის ის, რაც ამ ასიათასობით გულანთებული ქართველის მოტივაცია, რომელსაც პარავენ მომავალს, რომელსაც მოპარეს ხმა, რომლებსაც ეძახიან უსამშობლოებს და ეძახიან ის ხალხი, რომელთა მშობლებიც 9 აპრილს წერდნენ დანოსებს და ახლა არიან "ოცნების" მრჩეველები. გამოდის დღეს თავითმარქვია მთავრობის მეთაური და ისევ და ისევ დაწერილ ტექსტებს იმეორებს, ხალხის ხმა საერთოდ არ ესმით. დღეს პრეზიდენტმა ძალიან სწორად თქვა, როდესაც მთავრობა კონსტიტუციას თელავს ფეხქვეშ, ხალხმა უნდა დავიცვათ ეს კონსტიტუცია. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ იმ ხალხისთვის, რომლებცი არიან ნაწამები, უნდა ვიდგეთ ჩვენი შვილებისთვის გარეთ. ვისაც არ შეუძლია აქ გამოსვლა, სხვა ფორმით უნდა გამოხატოს პროტესტი. რაც შეეხება მთავრობას, უკვე კარგად ჩანს, რომ პანიკაა. სულ ერთი-ორი ადამიანის გარდა ვერავინ ვერ ჩნდება ტელევიზორთან, რადგან იქ რამდენიმე ისეთი წაშლილი სახით გამოვიდა, თვალებზე აწერიათ, რაც ხდება მაგათ თავებში. 

ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ივანშვილი საჯაროდ არ გამოჩნდება, რადგან მისი თქმით, "ოცნების" დაფუძნებელი პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბის.

ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი და ეს უკვე ჩანს როგორც უსწორდებაინ ბავშვებს - ამბობს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და არ გამორიცხავს, რომ ოლიგარქმა ხალხის დასარბევად ფორმა ძალოვანი უწყების  ნებისმიერ წარმომადგენელს "გადააცვას". 

ბიძინა ივანიშვილი როგორც მას ჩვევია, რა თქმა უნდა არ გამოვა იქ, სადაც პასუხისმგებლობაა ასაღები, ვისთანაც საუბრისას მოსთხოვენ მას პასუხს, ამიტომ იქ ის ყოველთვის აჩენს სხვას. ამიტომ, არ ხვდება არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს. ახვედრებს თავსი ისეთ წარმომადგენლებს, რომლებსაც მერე სალფეთქებივით იცვლის ხოლმე და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.  

ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი და ეს უკვე ჩანს როგორც უსწორდებაინ ბავშვებს. რა თქმა უნდა უჭირთ ძალებში. გადააცმევენ ხან სასაზღვრო დაცვას, ხან სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს ფორმებს და გამოჰყავთ. საბედნიეროდ ის ალხიხ, რომელცი ხალხზე ძალადობს , არის ძალიან პატარა. პატრული მაქსიმალურად ცდილობს რომ არ ჩაერიოს ამ ყველაფრში და პრინციპში დაკავებულების ნაწილი ამბობს, რომ პატრული კარგად ექცევათ. ამიტომ ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამდეც დაიღლებიან. 

ბაჩიაშვილი ეხმაურება სახელმწიფო უწყებებიდან განხორციელებულ დემარშის სერიებს და ამბობს, რომ კიდევ ბევრი სახელმწიფო მოხელე გაემიჯნება ივანიშვილის პოლიტიკას.

სახელმწიფო მოხელეები აკეთებენ ბევრ განცხადებებს, კიდევ ბევრი გააკეთებს, რომლითაც გაემიჯნება ეს ხალხი ამ რეჟიმს. ნგრევსი პროცესი დაწყებულია და მიმდინარეობს ძალიან კარგი სიჩქარით. რეალურად, ჩვენ გვინდა ცოტა მეტი სიმტკიცე და მხნეობა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არასოდეს არ ეგუება დაჩაგვრას და არასოდეს არ ეგუებავ თავისუფლებსი დაკარგვას. 

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ახლა ივანიშვილის პირადი ფოსტალიონი ირაკლი კობახიძეა და სწორედ ის ახმოვანებს ოლიგარქის ტექსტებს. 

კობახიძეს შეუძლია წარბის აუტოკებლად შეუძლია ისეთი ტყუილი ილაპარაკოს, რომელიც მის გარდა არავის არ სჯერა. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის დაწერილი ტექსტებია, აბა კობახიძე ერთი კვირაც ვერ გასტანდა თავისით. კობახიძე არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სანქციებზეც საუბრობს  და ამბობს, რომ ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირებას კიდევ ბევრი ქვეყანა გააგრძელებს. 

სანქცირებულთა სია აუცილებლად გაფართოვდება, მეტი ქვეყანა დაასანქცირებს ამ ხალხის და მეტ ხალხსაც დაასანქცირებენ და ეს ეხმარება ამ შიდა რღვევის პროცესს. სანქციები აუცილებლად იქნება.

ხალხმა უნდა აიღოს ძალა თავის ხელში და ხალხმა უნდა დაიცვას კონსტიტუცია, იმიტომ, რომ ივანიშვილი მხოლოდ მის ჯიობეს და ძალაუფლებას იცავს", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილი.