გაფიცვამ და პროტესტმა თბილისის და საქართველოს რეგიონების სკოლები მოიცვა
საკლასო ოთახების ნაცვლად ქუჩებში. გაფიცვამ და პროტესტმა თბილისის და საქართველოს რეგიონების სკოლები მოიცვა. მოზარდები პროტესტის ნიშნად ტოვებენ საკლასო ოთახებს და ბრძოლის ავანგარდში დგებიან.
ხელისუფლების მიერ მართულ სასწავლებლებში კი რეპრესიები დაიწყო.
ბათუმის საზღვაო აკადემიაში დღეს ის სტუდენტები არ შეუშვეს, ვინც "ოცნების" რუსული პოლიტიკა გააპროტესტა. თუმცა უწყვეტი პროტესტი გრძელდება და სწავლის პროცესი თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით პარალიზებულია. გაფიცულ სტუდენტებს დღეს გრიგოლ რობაქიძის სასწავლებელიც შეუერთდა.
დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.