ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

03.12.24 22:41
ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

"მაუწყებლის” ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა, – ინფორმაცია ამის შესახებ მედიასაშუალება ავრცელებს.

ჩაგელიშვილი 2 დეკემბრის დილას, რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს დაიჭირეს. მიუხედავად იმისა, რომ  საპოლიციო ძალებს მიუთითებდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა გაუჩხრიკეს და წაიყვანეს.