"ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ" - ჯო უილსონი და სტივ კოენი სახდეპს ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ

03.12.24 22:53
"ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ" - ჯო უილსონი და სტივ კოენი სახდეპს ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ

ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონი და მაღალი რანგის წევრი, სტივ კოენი ავრცელებენ.

უილსონი და კოენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ პირების დასასჯელად, რომლებმაც ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და მათი ლიდერების არჩევის უფლებები დაარღვია", - წერია განცხადებაში.