დაკავებისას გეუბნებიან, რომ დუბინკით გაგაუპატიურებენ - აქციაზე სასტიკად ნაცემი მომიტინგე
აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი მომიტინგეები ადასტურებენ, რომ იზოლატორებში მართლაც ჰქონდა ადგილი დუბინკის გაუპატიურების მუქარას.
ლაზარე მაღლაკელიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ საპატიმროში ე.წ. სამართალდამცველები დაკავებულების მიმართ შეურაცხმყოფელ მიმართვებს მიმართავენ.
ათას საზიზღრობას გეუბნებიან, ცდილობენ, რომ დაგაშინონ, გეუბნებიან, რომ შეგიყვან ახლა და მოგიყვან ფორმაში, დუბინკით გაგაუპატიურებ. ნახეთ თქვენ რა გიქნათ ბიჭო, მერე მოდიან და ეს ხალხი მორალს გიკითხავს ადამინობაზე, კაცობაზე. ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. დამიჯერეთ, იქ მყოფ არცერთ პირს არანაირი ვერბალური უნარი არ გააჩნია. სამ სიტყვას ვერ გადააბამენ ერთმანეთს". - ამბობს ლაზარე მაღლაკელიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.