"ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე" - პრეზიდენტი
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დარბევას და მომიტინგეთა დაკავებებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება.
"ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია - სპეცრაზმმა მომიტინგეების დაკავება დაიწყო. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები გომელაურის უწყების თანამშრომლებმა დაიკავეს.
მანამდე გაუშვეს წყლის ჭავლი, მომიტინგეების მიერ „თბილისი მერიოტთან“ გადანაცვლების შემდეგ, ე.წ. მორბენალებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
მსგავსი სიახლეები
17.09.26 18:39
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.