პროევროპულ დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევს "ომონი"... საბჭოთა კავშირი დაბრუნდა? - პრეზიდენტი

04.12.24 00:23
პროევროპულ დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევს "ომონი"... საბჭოთა კავშირი დაბრუნდა? - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დარბევებს ეხმაურება და მთელი მსოფლიოს გასაგონად სოციალურ ქსელში წერს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზს და წყლის ჭავლს არაპროპორციულად იყენებენ.

სალომე ზურაბიშვილი გომელაურის რაზმის დამრბევებს "ომონად" მოიხსენიებს. 

ამასთან, პრეზიდენტი განათლების სამინისტროს მოწოდებას ეხმაურება, მიხედვითაც უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ფლობენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის შეფერხების შესახებ, ცხელ ხაზზე დარეკონ. 

აბჭოთა კავშირი დაბრუნდა? - წერს პრეზიდენტი.

„მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს, მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა. განათლების სამინისტრო ინფორმატორებისთვის ცხელ ხაზს ხსნის, სასწავლო პროცესის დამრღვევთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.