დასადგენია, ნამდვილად ცრემლსადენი გაზია, თუ გარეულია კიდევ რამე - ექიმი ლაშა უჩავა
ცრემლსადენ გაზში შეიძლება სხვა ნივთირებაც იყოს გარეული - მსგავს ეჭვს ექიმი და ტელეწამყვანი, ლაშა უჩავას "ტვ პირველის" ეთერში გამოთქვამს.
აქციის ეპიცენტრში გახსბილ მედპუნტქში მისული მომიტინგეები ცრემლდენასთან ერთად, თვალების დაზიანებას და სპაზმს უჩივიან.
აქციაზე ძალიან ბევრ ცრემლსადენ გაზს იყენებენ, უბრალოდ დასადგენია, ნამდვილად ცრემლსადენი გაზი არის, თუ გარეულია კიდევ შიგნით რამე. იმიტომ, რომ რეალურად, გარდა იმისა, რომ ცრემლდენას იწვევს, უზიანებს თვალებს ადამიანებს, გარკვეულ სპაზმსაც იწვევს, რომ არ ჩავთვალოთ პანიკა, იმიტომ, რომ ვისაც ეს გამოცდილი აქვს, ზუსტად იცის, რა მდგომარეობაა. ძალიან ბევრს იყენებენ, გუშინაც, დღესაც, ძალიან ბევრი ადამიანია დაზიანებული. ზოგიერთი მომიტინგრ მოდის, რომელსაც ჭრილობები აქვს", - ამბობს ლაშა უჩავა.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ექიმმა იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ დაწერა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტობრივად ქიმიური იარაღის გამოყენებას აქვს ადგილი და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება.
ამას ღიად უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჯანდაცვის სამინისტრო - ამბობს ექიმი და წყლის ნაკადის, როგორც ქიმიური ტოქსიკური ნივთიერების გადამტანზე საუბრობს.