"დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში პოლიციელები იმყოფებიან
"დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის, (ნენსი ვოლანდის) სახლში პოლიციელები იმყოფებიან.
როგორც ნენსი ჟურნალისტებთან ამბობს, პოლიციის მოთხოვნით გასაუბრება მის სახლში გაიმართება.
მისი განმარტებით, სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, იგეგმება თუ არა სახლში ჩხრეკა. ის სამართალდამცველების დაკითხვას ჯგუფ "დაიტოვეს" საქმიანობას უკავშირებს.
ნენის დედა "პირველებთან" ამბობს, რომ დაახლოებით 8 პოლიციელმა სახლიდან გამოუშვა და საუბარს არ დაასწრო.
გვითხრეს, რომ არ შეიძლება და მე გამაგდეს სახლიდან. რა ვიცი რას ეძებენ, ჩემი შვილი არაფერს ცუდს არ აკეთებს ეგ ვიცი, მაგათზე ცუდს ნამდვილად არ აკეთებს, რაც მაგათ აქვთ ჩადენილი. ამ დღეების განმავლობაში მაინც. ვიცი, რომ მისი მხრიდან მოწოდებაც არ იყო, რომ ომი დავიწყოთ ან იარაღი ავიღოთ ხელში. დატოვეს ორი მოწმე, მე გამაგდეს. ბევრი ხალხის არ შეიძლებაო და რა ვიცი. ეს არი დაშინების მცდელობა. ერ გოგოზე მოვიდა 8 კაცი მაინც არის. მოსულა ოჯახის წევრის სახლიდან გაგდება'', - ამბობს ნენსი ვოლანდის დედა.
ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.