სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა

04.12.24 21:16
სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა

"სამეფო უბნის თეატრი გაიფიცა - გაუმარჯოს თავისუფლებას" - ამის შესახებ სამეფო უბნის თეატრის Facebook გვერდზე წერია.

ამასთან, პროტესტის ნიშნად ცალკეული მსახიობებიც გაიფიცნენ. გაფიცულთა შორის არიან: 

  • ნათია ბუნტური;
  • ნინო კასრაძე;
  • კახა კინწურაშვილი;
  • ნანა ბუთხუზი;
  • გიორგი ცხადაძე;
  • ბექა ხაჩიძე;
  • თამარ ოხიკიანი;
  • მანუ თავაძე;
  • ნატუკა კახაძე;
  • მარიამ ნადირაძე;
  • ანდრო ჭიჭინაძე;
  • მაიკო გელოვანი;
  • ნატალი გაბისონია;
  • გივიკო ბარათაშვილი;
  • პაატა ინაური;
  • თუთა ოქროპირიძე;
  • გიორგი ბახუტაშვილი;
  • ვანო თარხნიშვილი;
  • ირაკლი ჩხიკვაძე;
  • ანანო გულედანი;
  • ირაკლი ჩხიკვაძე;
  • ანუკა გრიგოლია;
  • ნუცა თოფურია;
  • გიორგი თორაძე;
  • ეკა დემეტრაძე;
  • ბათუმის დრამატული თეატრის 56 თანამშრომელი

ცნობისთვის, მსახიობებმა დღეს მსახიობთა სახლი დაიკავეს - ხელმძღვანელის სამუშაო კაბინეტში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ხელოვანები, რომლებიც ქვეყნის ევროპული კურსის დასაცავად ქუჩაში დგანან, სახლის თავმჯდომარისგან და თეატრალური საზოგადოებისგან ძალადობრივი პროცესების დაგმობა ითხოვეს.

მსახიობებმა ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს და კოლეგებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. როგორც გიორგი ბახუტაშვილმა თქვა, გაფიცვა პროტესტის ერთ-ერთი ფორმის გამოხატულება იქნება იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილის გუნდი ახორციელებს.

ამასთან, მსახიობებმა საქართველოში არსებულ ყველა თეატრს მოუწოდეს, მაყურებელს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის შესახებ სასაუბროდ სივრცე დაუთმოს.