აქტივისტ ანრი კვარაცხელიას გამთენიისას სახლში შეუვარდნენ და ძალის გამოყენებით დააკავეს - რას ამბობს ოჯახი
სახლში შევარდნების სერია გრძელდება - ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ანრი კვარაცხელია.
ოჯახი ყვება, რომ კრიმინალური პოლიცია მათთან უთენია შევარდა და 25 წლის ბიჭი საწოლიდან პირდაპირ იზოლატორში გადაიყვანეს, თან ისე რომ ტანსაცმლის ჩაცმის უფლებაც არ მისცეს.
ვიღაცა ჩუმად კარს აღებდა, ხმაური როცა გავიგეთ და ვიკითხეთ ვინ იყო, გვითრხა, რომ ჩვენი მეზობელი იყო. ჩვენ ვიცოდით ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და დავეჭვდით, მოვთხოვეთ, სახელი და გვარი რომ ეთქვა. ვერც ლაივის ჩართვა ვერ მოვასწარით, სამწუხაროდ ტელეფონზე. გადავიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოები. არაფერი არ წარუდგენიათ, ძალიან ცუდად გველაპარაკნენ. მე და ჩემი მეუღლის დას გვაგინეს. ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ყელში წამიჭირა, ტელეფონის გადაგდება მომთხოვა, განვუცხადეთ, რომ პოლიციაში დავრეკავდით და ეთქვათ თავისი სახელები, ასე გვითხრეს ზუსტად, არავის არ მოსჭამოთ", - ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი.
25 წლის აქტივისტს აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმას ედავებიან - ადვოკატის თქმით, ანრი კვარაცხელიას არცერთი პოლიციელის მისამართით ზიანის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია.
დილის 8 საათზე დააკავეს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა, რაც შეეხება თვითონ ბინის ჩხრეკას და დაკავების ეპიზოდს. მოხდა ისე, რომ არ წარუდგინეს განჩინება ბინაში მცხოვრებ პირებს, სახლის შესვლის მომენტი იყო მაქსიმალურად, როგორც ოჯახი აღწერს ძალადობრივი. სავარაუდოდ, პოლიციაზე თავდასხმა, რომლის შესახებაც სავარაუდოდ ხვალ დღის მონაკვეთში ბრალს წარუყენებენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. მისი პოზიცია არის რა თქმა უნდა, იმყოფებოდა აქციაზე აფიქსირებდა მის აზრს მშვიდობიანად და მისს არანაირ მოქმედებას არცერთი პოლიციელს მიმართ ზიანი არ მოჰყოლია,ზიანი არავისთვის არ მიუყენებია'', - ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.