დაკავებულ ანრი კვარაცხელიას ბრალის დადგენილებას დღეს გააცნობენ - ადვოკატი
აქტივისტ, ანრი კვარაცხელიას, რომელსაც გუშინ გამთენიისას სამართადლამცველები სახლში შეუვარდნენ და დააკავეს, ბრალის დადგენილებას დღეს გააცნობენ - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა,
გუშინ მოვინახულეა ნრი, ანზორ კვარაცხელია. დღეს დაახლოებით ერთ საათში ველოდებით საგამოძიებო ორგანოსგან ბრალის შესახებ დადგენილების გადმოცემას და უფრო კონკრეტულად გვეცოდინება, რაში გამოიხატება მისი ბრალი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბრალი იქნება 353-2 პრიმა მუხლით. ეს გახლავთ პოლიციაზე თავდასხმა", - ამბობს ადვოკატი.
კვარაცხელიას ოჯახი ყვება, რომ კრიმინალური პოლიცია მათთან უთენია შევარდა და 25 წლის ბიჭი საწოლიდან პირდაპირ იზოლატორში გადაიყვანეს, თან ისე რომ ტანსაცმლის ჩაცმის უფლებაც არ მისცეს.