რუსთაველის მეტროში პოლიციელები მოქალაქეებს ჩხრეკენ
თავისუფლების მეტროს პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს რუსთაველის მეტროშიც ჩხრეკენ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომლითაც ირკვევა, რომ პოლიციელები ადამიანებს ჩანთებსა და პირადობის მოწმობებს უმოწმებენ.
ცნობისთვის, თავისუფლების მეტროს ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა - პოლიციელები მეტროში რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ და მოქალაქეების ჩხრეკა დაიწყეს.