ხმაური თავისუფლების მეტროში - პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის სიტუაცია დაიძაბა

06.12.24 23:18
ხმაური თავისუფლების მეტროში - პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის სიტუაცია დაიძაბა

თავისუფლების მეტროში სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტუაცია დაიძაბა - ადგილზე შეკრებილები მოითხოვენ, რომ პოლიციელებმა ადამიანების უკანონოდ ჩხრეკა შეწყვიტონ.

მოქალაქეები სამართალდამცველების მიმართ სკანდირებენ - "მონებო, რუსებო".

საყურადღებოა, რომ როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, პოლიციელებს სამხრე კამერები არათუ ჩართული აქვთ, არამედ არც კი უკეთიათ. 

თავისუფლების მეტროს ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა - პოლიციელები მეტროში რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ და მოქალაქეების ჩხრეკა დაიწყეს.

ადგილზე მისულმა "ტვ პირველის" ჯგუფმა გადაიღო კადრები, თუ როგორ უმოწმებენ პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს ჩანთებს.