პოლიციელებმა მოქალაქე ესკალატორზე დააკავეს

06.12.24 23:34
პოლიციელებმა მოქალაქე ესკალატორზე დააკავეს

თავისუფლების მეტროში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - ჩხრეკის შემდეგ, პოლიციელები მოქალაქეების დაკავებაზე გადავიდნენ. 

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, სამართალდამცველები ერთ პირს დაედევნენ და მას ხელბორკილები ესკალატორზე დაადეს. 

ამ დროისთვის უცნობია, დაკავების პროცესში განხორციელდა თუ არა მოქალაქეზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

ცნობისთვის, თავისუფლების მეტროს ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა - პოლიციელები მეტროში რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ და მოქალაქეების ჩხრეკა დაიწყეს.