"შეაჩერეთ ძალადობა" - ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის მოსამართლე
"შეაჩერეთ ძალადობა" - ასე ეხმაურება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის მოსამართლე, ეკა არეშიძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და იმ ძალადობრივ სერიებს, რასაც შავნიღბიანები მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე არეშიძის მიღებული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა. ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ მოსამართლის გამოცხადებულმა ვერდიქტმა ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს შეუწყო ხელი.
ეკა არეშიძე ერთ-ერთია იმ 5 მოსამართლეს შორის, რომელმაც 2022 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
ცნობისთვის, "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.