სიკვდილით დასჯაც რომ დააბრუნოთ? უფრო შეგვეშინდება - თოლორაია "ოცნებას"
"ქართული ოცნების" მიერ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ლონდა თოლორაია წერს, "სიკვდილით დასჯაც რომ დააბრუნოთ? უფრო შეგვეშინდება".
რადგან საჯარო მოხელეებს მარტივი რეორგანიზაციის ,,კანონით” ემუქრება ხელისუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ ცუდად აქვთ საქმე საჯარო სამსახურში. სიკვდილით დასჯაც რომ დააბრუნოთ? უფრო შეგვეშინდება:) - წერს ლონდა თოლორაია.
ერთპარტიული პარლამენტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას აპირებს - მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცვლილებების შემდეგ, "რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება".
იზოლირებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით საჯარო სექტორი "გაჯანსაღდება".