რამდენიმე საათია, ვატოს ვერც ოჯახი და ვერც ადვოკატი ვერ უკავშირდებიან - ადვოკატი

12.12.24 17:35
რამდენიმე საათია, ვატოს ვერც ოჯახი და ვერც ადვოკატი ვერ უკავშირდებიან - ადვოკატი

“რონდელის ფონდის“ მკვლევარის, ვატო ბჟალავას ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია. ადვოკატის თქმით, რადენიმე საათია მას ვერც ოჯახის წევრები და ვერც ადვოკატი ვერ უკავშირდებიან.

ადვოკატი ამბობს, რომ თუ ის დაკავებულია, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს უფლება ოჯახს, ან ადვოკატს დაუკავშირდეს.

“არ ვიცით ადგილსამყოფელი და ვცდილობთ დადგენას“, - ამბობს ის.

ვატო ბჟალავა აშუქებდა აქციებს, უღებდა ვიდეოებს, “როდენლის ფონდის “ მკვლევარია, რომელიც მიმდინარე აქციებს ამონიტორინგებს. დაიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე,  რაზედაც უარი თქვა, თუმცა სასამართლოში მისცა ჩვენება, რასაც მეც ვესწრებოდი. როგორც ადვოკატი. დღეს გავიგეთ, რომ ვატო გაუჩინარდა, არ ვიცით ადგილსამყოფელი და ვცდილობთ დადგენას. თუ ის დაკავებულია, დაიყოვნებლივ უნდა მისცენ უფლება, დაურეკოს ან ოჯახის წევრს, ან ადვოკატს, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე საათია ვერ უკავშირდება მას ვერც ოჯახი და ვერც ადვოკატი“, - ამბობს  გიორგი ტაბატაძე.

ცნობისთვის, ვატო ბჟალავა ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირიდან გაუჩინარდა.

ბჟალავა მსახიობების საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდა. ასევე, მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლში გაიმართა და სადაც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისა და პროტესტისკენ მოუწოდეს.

გუშინ, 11 დეკემბერს ვატო ბჟალავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც გამოძიებაც 225-ე და 239/1 მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები