გარდაცვლილი მედდის ქმარი კლინიკის თანამშრომელს ფიზიკურად დაუპირისპირდა

20.03.21 13:25
გარდაცვლილი მედდის ქმარი კლინიკის თანამშრომელს ფიზიკურად დაუპირისპირდა

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის მეუღლე ფიზიკურად დაუპირისპირდა საავადმყოფოს თანამშრომლებს. გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახი მომხდარში ახალციხის "იმედის" კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. მედდის ოჯახის წევრების მტკიცებით, ექთანს დროული დახმარება არ გაეწია და  თბილისში გადაყვანამდე ის უკვე გარდაცვლილი იყო.

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, ექიმების თქმით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. კატასტროფის ბრიგადამ ექთანი თბილისში გადმოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.