ვინც კრიმინალს სჩადის, სასამართლოში საქმეებს მათი ახლობლები არჩევენ, ეს არის "ბესპრიდელი" - მარგველაშვილი

13.12.24 18:31
ვინც კრიმინალს სჩადის, სასამართლოში საქმეებს მათი ახლობლები არჩევენ, ეს არის "ბესპრიდელი" - მარგველაშვილი

დღეს ლაზარე მაღლაკელიძის საგულშემატკივროდ სასამართლოში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ეს სასამართლო პროცესი კი არა, არამედ "გარჩევაა".

მარგველაშვილი ამბობს, რომ გომელაურის რაზმის თანამშრომლები ძარცვავენ აქციის მონაწილეებს, ფიზიკურად უსწორდებიან, თუმცა მხოლოდ მშვიდობაინ მომიტინგეებს ასამართლებენ და არ სჯიან იმ ადამიანებს, რომელბსაც დაზარალებულები უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ. 

ეს არ არის სასამართლო, ეს არის გარჩევა. ჩემი ახლობლის შვილს, ისევე როგორც ასობით ადამიანს დაესხნენ ვიღაცა ნიღბიანები, კრიმინალები, ზიანი მიაყენეს, წაართვეს ქონება და აქ ხდება ამ საქმის გარჩევა, მაგრამ, თურმე ამ ნიღბიანების, რომლებიც ამ კრიმინალს სჩადიან, მათი ახლობლები არჩევენ თურმე აქ საქმეს. იქიდან გამომდინარე რომ უკვე რუსული სტილია ყველაფერი, ეს არის ის, რასაც ეძახიან "ბესპრიდელს". ეს არის, როდესაც შენ გაგძარცვავენ და მერე კიდევ შენ უნდა გადაიხადო ფული. აქ ვერ ვიტყვით, რომ ერთი შემთხვევაა ლაზარესი. სამწუხაროდ, არა მ,არტო ზიანის მიყენებაა, არამედ ზიანის მიყენების ფორმა არის იდენტური ასობით შემთხვევაში.  ეს ნიღბიანები, ვინც ადამიანებს აწამებდა და ძარცვავდა, მათი ახლობლები არიან აქ, იმიტომ, რომ არცერთი ეს ნიღბიანი არ არის დაპატიმრებული, ქონება არ არის დაბრუნებული და ოირიქით, ედავებიან მსხვერპლს", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

ლაზარე მაღლაკელიძის საქმის განხილვა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადადო.  მაღლაკელიძე 2 დეკემბერს დააკავეს. აქტივისტმა მაშინ განაცხადა, რომ ნიღბიანები სასტიკად გაუსწორდნენ,  შავი კორიდორი გაატარეს და წიხლებით სცემეს. ახალგაზრდა აქტივისტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი საწვიმარიც კი სისხლის გუბებით იყო სავსე. ასევე ისაუბრა სამართალდამცველების მხრიდან გაუპატიურების მუქარაზე.

მსგავსი სიახლეები