უსაზიზღრესი - ია ფარულავა მოსამართლე ცაცუაზე
მოსამართლე ცაცუა არის უსაზიზღრესი - ასე შეხვდა ლუკა ღვინიაშვილისთვის ერთკვირიანი განაჩენის გამოცხადებას ია ფარულავა
მისი თქმით, რაც დღეს სასამართლო პროცესზე იხილა, უსამართლობის ზეიმი იყო.
შეხვდა საზიზღარი მოსამართლე. უსაზიზღრესი, ცაცუა. გახსსოვთ ალბათ ეს ბატონი თქვენც, საკუთარმა ოჯახის წევრმაც კი თქვა, მრცხვენია, რომ მისი და ვარო. გამოიტანა ძალიან ცუდი განაჩენი, ერთი კვირა ციხეში. არაფრისგულისთვის, უსამართლობის ზეიმია, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ია ფარულავამ.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 19 წლის ლუკა ღვინიაშვილი ერთ კვირიან პატიმრობაში გაუშვა.