EU-ში მსჯელობა იქნება სანქციების და უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, შესაძლოა, მეტ საპასუხო ნაბიჯზეც იყოს საუბარი - თამარ ნუცუბიძე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე ორშაბათს, 16 დეკემბერს იმსჯელებენ - ქართველი ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ წევრი ქვეყნებისთვის მაგიდაზე დაიდება 2 წინადადება - ერთი ეს არის თარგეთირებულ სანქციები და მეორე "ოცნების" დიპლომატიური პასპორტების მქონე მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
ნუცუბიძე ამბობს, რომ ევროკავშირი თბილისში განვითარებულ პროცესს გამადიდებელი შუშით აკვირდება და რა მოხდება ოპრშაბათამდე, ამას გავლენა ექნება მსჯელობის დროს,
ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ წევრი ქვეყნების პირველი პირი დიპლომატების მხრიდან მოთხოვნა იყოს მეტ საპასუხო ნაბიჯზე.
ევროკავშირის საგარეო უწყების მხრიდან, ორშაბათს შესული იქნება ძირითადად ორი წინადადება. მაგიდაზე დაიდება წევრი ქვეყნებისთვის 2 წინადადება, ეს არის თარგეთირებულ სანქციებზე, თუმცა, ამ ეტაპზე, ჩემი ინფროამციით, გვარები მითითებული არ იქნება. ზოგადად იქნება შეთავზება, რომ წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ამ გზით და ევროკავშირი
ასევე იქნება შეთავაზება წევრი ქვეყნებისთვის, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე მოხელეებისთვის, მათთვის შეჩერებული იყოს უვიზო მიმოსვლა.
ანუ ზუსტად როგორ ხდება, საგარეო საბჭოზე, რომელსაც პირველად კაია კალასი ხუელმძღვანელებს, საგარო უწყებას შეაქვს წინადადები და ასევე წევრ ქვეყნებსაც აქვთ უფლება შემხვედრი წინადადებებით შევიდნენ და უკვე დახურულ კარს მიღმა იწყება მსჯელობა. თუკი სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება, ამის შემდეგ გაგრძელება არის ამ სიაში დამატებითი პირების ჩასმის გადაწყვეტილება. ეს მინისტრების დონეზე შეუძლიათ მიიღონ და საბოლოო დადასტურება ამას წევრი ქვეყნების ლიდერებისგან არ სჭირდება.
ასევე გაითვალისწინება, როგორ განვითარდება საქართველოში ორშაბათამდე მოვლენები. ვხედავთ რომ უსწრაფესად ვითარდება მოვლენები. თუ იქნება მორიგი დაძაბვა, უფრო მეტი საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, შესაძლოა, ან წევრი ქვეყნების პირველი პირი დიპლომატების მხრიდან მოთხოვნა იყოს მეტ საპასუხო ნაბიჯზე, ან საგარეო უწყებამაც შეიძლება რამე დამატებით შეიტანოს", - ამბობს თამარ ნუცუბიძე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე ორშაბათს, 16 დეკემბერს იმსჯელებენ - ამიშ ესახებ ინფორმაცია "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმ, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.
რიკარდ იოზვიაკის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ "ახალი ზომები მიიღონ".