"ყაველაშვილმა პოლიტიკა არ იცის და რაც იცის, ეგ მაინც გვასწავლოს" - მოქალაქეები პარლამენტთან ბურთით თამაშობენ
ერთპარტიული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული მომავლის მცველებმა, რომლებიც ე.წ. პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის არჩევას აპროტესტებენ, ბურთები მიიტანეს.
მოქალაქეები იზოლირებულ პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის პარალელურად, ქუჩაში ფეხბურთს თამაშობენ - "პოლიტიკა მაგან (ყაველაშვილმა) არ იცის და რაც იცის, ეგ მაინც გვასწავლოს".
სოლიდარობას ვუცხადებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელიც იქ ყოფნას არ იმსახურებს. ვეძახით, გამოვიდეს. პოლიტიკა მაგან არ იცის და რაც იცის, ეგ მაინც გვასწავლოს. გასახურებლად მართლა კარგია, ზემოთ გაყინულები ვიყავით. პოლიციელებიც ბურთს არ გვიმალავენ და გადაგდებულს უკან გვიბრუნებენ. თუ გამოვა პრეზიდენტი და გვასწავლის აკენწვლას, კარგი იქნება, გოლების გატანა ჩვენც გვინდა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს - ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია.
პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს.
მიხეილ ყავალაშვილმა თავი კოლეგების გინებით და დასავლეთის ლანძღვით დაგვამსახოვრა. სადავოა მისი განათლების ხარისხი და დიპლომიც, რომელიც არსად იძებნება.