''პარლამენტში დღეს აბსურდის თეატრი მიმდინარეობს, თავზე გვიშვრებიან'' - სალომე ჯაში

14.12.24 11:21
''პარლამენტში დღეს აბსურდის თეატრი მიმდინარეობს, თავზე გვიშვრებიან'' - სალომე ჯაში

''ამ შენობაში დღეს აბსურდის თეატრი მიმდინარეობს, თავზე გვიშვრებიან''- ამის შესახებ ''პირველებთან''
კინოდოკუმენტალისტმა სალომე ჯაშმა განაცხადა.

ხელოვანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

ამ შენობაში დღეს მიმდინარეობს აბსურდის თეატრი, თავზე გვიშვრებიან ესე პირდაპირ ვიტყვი, მთელ საზოგადოებას. დღეს დილით ვფიქრობდი, რომ ძალიან ამაყი ვარ, რომ მე ნაწილი ვარ ამ სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც აღმოჩნდა ძალიან მედეგი, პრინციპული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპულობა და მედეგობა შევინარჩუნოთ. ეს არის არის მოკლე ბრძოლა, ეს არის მიმდინარე ბრძოლა. მთელი ძალაუფლება უჭირავს მოძალადე კაცების ჯგუფს და ჩვენ გვჭირდება ამ შემართების შენარჩუნება და გაძლიერება'', - ამბობს სალომე ჯაში.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი  უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს.  "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - ამომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ.

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. „დიპლომი ყაველაშვილს“.

ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები