ვატო ბჟალავას 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რონდელის ფონდის დაკავებულ მკვლევარ ვატო ბჟალავას 4-დღიანი პატიმრობა მიესაჯა - თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
“რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ვატო ბჟალავას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვატო ბჟალავა გუშინ წინ ჭავჭავაძის გამზირიდან გაუჩინარდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათი ჩიქოვანი წერდა, ბჟალავა საკუთარ ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც წაიყვანეს.
ვატო ბჟალავა მსახიობების საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდა. ასევე, მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლში გაიმართა და სადაც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისა და პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.
11 დეკემბერს ვატო ბჟალავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზე გამოძიებაც 225-ე და 239/1 მუხლებით მიმდინარეობს.