საქართველოში პროტესტის მე-19 დღეს თბილისის მერიამ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნაძვის ხე აანთო
საქართველოში პროტესტის მე-19 დღეს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნაძვის ხე აანთო - კახა კალაძე მოქალაქეებისთვის საახალწლო განწყობის შექმნას სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფონზე ცდილობს.
რუსთაველის გამზირზე, სადაც ნაძვის ხე დგას, დღეების განმავლობაში საპოლიციო ძალები ევროპული მომავლის მცველებს სასტიკად სცემდნენ, სისხლიან ანგარიშსწორებას უწყობდნენ და ასახიჩრებდნენ.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.