საბანაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირი "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს

17.12.24 11:37
საბანაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირი "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს

ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ამბობს, რომ  ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის არის გზავნილი, რომ ის ხალხი, რომელიც "თავს თვლის საქართველოს ხელისუფლებად, მათი ადგილი ევროკავშირში არ არის"

საბანაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირი "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს.

პირველ რიგში, ეს არის სიმბოლური გზავნილი იმის შესახებ, რომ ის ხალხი, რომელიც თავს თვლის საქართველოს ხელისუფლებად, მათი ადგილი ევროკავშირში არ არის. ამავე დროს, ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმით, თუ ვის არ ეხება ეს გადაწყვეტილება, ვიდრე იმით, ვის ეხება და არ ეხება ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ეს არის, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი და აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რამ გამოიწვია ეს ნაბიჯი. ეს არ არის პარტნიორების მუქარა, ეს ყველაფერი გამოიწვია იმ ხალხმა, ეს არის შედეგი იმ პროტესტის და  საზოგადოების მიუღებლობის, რომელიც აჩვენა ქართულმა საზოგადოებამ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს არ სურდათ საქართველო დაეყენებინათ ბელარუსის გვერდით, ამიტომ სანქციების მასშტაბი და სტილი განსხვავებულია. იწყება ერთით და ალბათ თანდათან გაძლიერდება", - განაცხადა საბანაძემ.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა - ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.    

მსგავსი სიახლეები