გიგაური: უცხოელი დიპლომატების დასწრება სასამართლოზე მიუთითებს, რომ მხარს უჭერენ ხალხის ბრძოლას და ხედავენ დარღვევებს

17.12.24 17:24
გიგაური: უცხოელი დიპლომატების დასწრება სასამართლოზე მიუთითებს, რომ მხარს უჭერენ ხალხის ბრძოლას და ხედავენ დარღვევებს

ელჩები სასამართლოში - დიპლომატები დღეს აქტივისტების გასამართლებას პირადად ესწრებოდნენ. ამის სურვილი დასავლელმა პარტნიორებმა თავად გამოთქვეს.  დიპლომატებს შორის იყო ესტონეთის ელჩის მოადგილეც, იმ ქვეყნის წარმოამდგენელი, რომელმაც სანქცირებულთა სიაში ნინო ენუქიძე შეიყვანა, მოსამართლე ვინც დღეს სასატიკად ნაწამები დათო გოგილაშვილის საქმეს განიხილავდა. დიპლომატებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დასწრება სასამართლოზე მიუთითებს, რომ მხარს უჭერენ ხალხის ბრძოლას და ხედავენ დარღვევებს და რომ დასავლელი პარტნიორებისთვის აშკარაა, თუ როგორ ეპყრობიან დაკავებულ პირებს.

ის ფაქტი, რომ ისინი მოვიდნენ და მთლიანად პროცესს დაესწრნენ, იმაზე მიუთითებს, რომ მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას, საქართველოს მოქალაქეებს და ხედავენ იმ დარღვევებს, რომელსაც ადგილი აქვს როგორც დაკავების, ასევე შემდგომ პერიოდში. მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ როგორ ირღვევა დაკავებულების უფლებები, როგორი ნაცემები არიან, მათი წამება მიმდინარეობს და კარგად ვნახეთ ეს დღეს. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს ძალიან აშკარაა, ზუსტად ამიტომ მოხდა კონკრეტული მოსამართლეების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დასანქცირება",- განაცხადა გიგაურმა.

გოგილაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც დეიპლომატების ესწრებოდნენ, 3 საათი მიმდინარეობდა. მოსამართლეს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა გადაედო სხდომა და არ დაეკითხა მოწმეები, თუმცა სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ საბოლოოდ სხდომის გადადება ვერ გაბედა. დღევანდელ პროცესზე ასევე გამოიკითხნენ მოწმის სახით პოლიციელები, ასევე ჩვენებმა მისცა ტატო ქელბაქიანმაც, რომელიც დაცვის მხარემ მოიყვანა.

  • დათო გოგილაშვილი 30 ნოემბერს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი ისტორია უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო.  Amnesty International-ი საკუთარ ანგარიშში წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმის გამო დააკავეს და ცემეს, რომ მაღაზიაში პური იყიდა და სახლში ბრუნდებოდა. გოგილაშვილი ნიღბიანებმა შავ კორიდორში გაატარა და მასზე წიხლებით იძალადეს, თუმცა ძალადობიდან ამ დრომდე  ნაცემი მოქალაქისთვის დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიუნიჭებიათ.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები