პოლიციელი, რომელმაც შსს-დან წასვლაზე განცხადება დაწერა, გენისპექციაში გამოკითხეს
შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი, რომელმაც უწყება 3 დეკემბერს პროტესტის ნიშნად დატოვა, გენერალურ ინსპექციაში გამოიკითხა.
მან უწყება უკვე დატოვა. გამოკითხვის დეტალებზე გოგინაშვილის სოციალურ ქსელში წერს:
გამოვედი, მშვიდობაა. მინისტრს ჯერ ხელი არ მოუწერია ჩემს გათავისუფლებაზე, გამომდინარე აქედან კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო ეს იყო მთავარი მიზეზი. გენ.ინპექციის თანამშრომელი კანონის ფარგლებში და თავაზიანად დამხვდა, ყველაფერი როგორც საჭიროა ისე გაკეთდა და წამოვედი. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება... მაქსიმუმ, დასკვნით გამომიშვან, რომ ვერასდროს ვეღარ შევძლო სტრუქტურაში მუშაობა. არ მადარდებს", - წერს გიორგი გოგინაშვილი.