გიორგი ვაშაძე საათ-ნახევარია რუსთაველის გამზირზე პოლიციას ელოდება, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერი, გიორგი ვაშაძე საათ-ნახევარია რუსთაველის გამზირზე პოლიციის ეკიპაჟს ელოდება, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.
ვაშაძე გამომძებელს ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ თავად უნდა გამოცხადდეს განყოფილებაში და მომხდარ ფაქტზე შეიტანოს საჩივარი.
ვაშაძემ გამომძიებელს თავდამსხმელის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის საცხოვრბელი სახლის მისამართიც კი უთხრა, თუმცა მისი პასუხი უცვლელი იყო- “ადგილზე უნდა მოხვიდეთ“.
იდენტიფიცირებული გვყავს დამნაშავე, სახელი, გვარიც ვიცით, მისამართიც ვიცით უკვე, აგერ ხალხის ჩართულობით ყველაფერი არის იდენტიფიცირებული, ვიდეოზეც დაფიქსირებულია, ნივთმტკიცებაც ამოღებულია, რითაც თავს დამესხა… აზრი აქვს ჩემს მისვლას პოლიციაში? კარგი, სამართალი არ არის, კანონი არ არის, ყველაფერი არის აღრიცხული პირდაპირ ეთერში, პოლიცია არ მოდის. საათნახევარია, აქ ველოდები პოლიციას და არ მოდის - არ მოვალთ და თქვენ მოდით ჩემთანო. სად უნდა მოვიდე, რა აზრი აქვს, რომ მოვიდე”, - განაცხადა ვაშაძემ.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აქციაზე ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ.
როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ე.წ ტიტუშკა მისთვის გაურკვეველი საგნის ყელში დარტყმას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა.
მისივე თქმით, მან მოახერხა იმ საგნის წართმევა, რომლითაც თავდამსხმელი დაზიანების მიყენებას ცდილობდა.