"ვინც მცემა იმის კანონდარღვევას კი არ განიხილავთ, მე მასამართლებთ" - მოსამართლემ ბიზნესმენის სასამართლო პროცესი გადადო

18.12.24 13:57
"ვინც მცემა იმის კანონდარღვევას კი არ განიხილავთ, მე მასამართლებთ" - მოსამართლემ ბიზნესმენის სასამართლო პროცესი გადადო

სანქცირებულმა მოსამართლე, ნინო ენუქიძემ ბიზნესმენ, ავთანდილ კუჭავას სასამართლო პროცესი გადადო. შემდეგი სხდომა 15 იანვარს ჩაინიშნა. 

გადავდოთ პროცესი და მივცეთ ავთანდილს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა როცა გამოჯანმრთელდება - განაცხადა სხდომაზე მოსამართლემ, რაზეც კუჭავამ, რომელიც სხდომას დისტანციურად ერთვებოდა, უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა რომ მზად იყო დაწოლილ მდგომარეობაშიც მიეცა სასამართლოსთვის ჩვენება. 

მე არ მაქვს პრობლემა ასე ჩატარდეს პროცესი. ჩემი არჩევანი არ არის დისტანციურად ჩავერთო. არც ისაა ჩემი არჩევანი რომ ვინმეს ვეცემე, მე უნდა მომეცეს შესაძლებლობა სამართალი ვიპოვო", - განაცხადა ბიზნესმენამ. 

"ამაზე ზრუნავს სასამართლო, უხერხულ ინტერპრეტაციას აკეთებთ" - უთრა კუჭავას მოსამართლემ, რაც მ~ნაცემი აქტივისტის პასუხი იყო:  "ვინც მცემა იმის კანონდარღვევას კი არ განიხილავთ, მე მასამართლებთ".

შეგახსენებთ, რომ კუჭავას სასამართლო პროცესზე უცხოელი დიპლომატები იმყოფებოდნენ. 

ბიზნესმენი, რომლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესაც დღეს სასამართლო განიხილავს, 30 ნოემბერს დააკავეს, ის სასტიკად ნაცემია და წოლითი რეჟიმი აქვს.

მსგავსი სიახლეები