"ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის" - გორში საპროტესტო ინსტალაციის გამო ფოტოგრაფთა კლუბს მერიამ შენობის დაცლა მოსთხოვა

18.12.24 17:24
"ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის" - გორში საპროტესტო ინსტალაციის გამო ფოტოგრაფთა კლუბს მერიამ შენობის დაცლა მოსთხოვა

"ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის" - ამ შინაარსის ინსტალაციის გამო გორის ხელოვნების სახლს "ქართულმა ოცნებამ" ტერიტორიის დაიყოვნებლივ დაატოვება მოსთხოვა. არადა, ადგილი, რომელიც გორის მოქმედი მერიის პირობებში ქუჩის სანაგვედ იყო ქცეული, გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა კი შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარა და იქ ხელოვანთა სახლი გახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულებას ვადა 2026 წელს ეწურება, თუმცა მერიამ გადაწყვიტა, ეს შეთანხმება დაერღვია. 

მაშინ, როცა შენობა მივიღეთ, აბსოლუტურად კატასრტოფულ მდგომარეობაში იყო, საზოგადოებრივ საპირფარეშოდ და სანაგვედ გამოიყენებოდა. ამის მერე დავიწყეთ ძალიან დიდი კამპანია ჯერ დასუფთავების, შემდგომ რეაბილიტაციის და უკვე 2021 წლიდან შევძელით, რომ შენობა გახსნილიყო. ამ პერიოდის მანძილზე ძალიან ბევრ გამოფენას ვუმაპისნძლეთ, 500-ზე მეტ არტისტთან გვქონდა კოლაბორაცია, ყოვეწლიურად ვიღებთ ბავშვებს, რომლებიც ჩვენთან ერთად სწავლობენ, ესწრებიან საჯარო შეხვედრებს, წიგნის განხილვებს, ვორქშოპებს და ა.შ. მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა ამ ქალაქის კულტურული და სამოქალაქო ცხოვრებისთვის, - ამბობს ფოტოგრაფი მარიამ თოფჩიშვილი. 

ფართის დატოვების მოთხოვნას მერია აბსურდული მიზეზით ხსნის" თითქოს ამა თუ იმ დაწესებულების გასახსნელად სხვა ფართი არ აქვს. ამასთან, მერია გაგზავნილ წერილში არ აკონკრეტებს, რისთვის სჭირდება აღნიშნული შენობა. 

ფოტოგარფები პირდაპირ ამბობენ, რომ რეალური მიზეზი, რის გამოც მერიამ შენობის დაცლა მოსთხოვა, მათ მიერ გაკეთებული ინსტალაციაა. მათი თქმით, ეს ყველაფერი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

ეს პროცესები ცალსახად უკავშირდება ჩვენს მიერ 16 ნოემბერს გახსნილი ინსტალაციას „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“, იმიტომ, რომ ზუსტად 4 დღეში, 21 ნოემბერს უკვე მივიღეთ წერილი, რომ ხელშეკრულება,რ ომელსაც კიდევ ორი წელი აქვს ვადა, შეგვეწყვიტა დროზე ადრე და შენობა დაგვეტოვებინა, დაგვეცალა. უკავშირდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და ძალიან სამწუხარო ამბავია, - ამბობს ოთარ გვრიტიშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები