ადრენალინი მაშინვე გავუკეთეთ - ახალციხის კლინიკის ექიმი გარდაცვლილ მედდაზე

20.03.21 15:17
ადრენალინი მაშინვე გავუკეთეთ - ახალციხის კლინიკის ექიმი გარდაცვლილ მედდაზე

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექიმი ამტკიცებს,რომ 27 წლის მედდას, მეგი ბაქრაძეს ყველანაირი სამედიცინო დახმარება გაეწია მათ შორის ადრენალინის მიღება. ექიმის თქმით, მედდას მდგომარეობა ადრენალინის მიღების შემდეგ გაუმჯობესდა, თუმცა მალევე ის კომაში ჩავარდა. 

მშვენივრად იყო ინტერვიუც ჩაიწერა, 20-25 წუთში შეუძლოდ გახდა, ზოგადი სისუსტე და ქავილი ჰქონდა. მაშინვე გამზადებული შპრიცი ბარძაყზე გაკეთდა ადრენალინი, 5 წუთში უკეთ იგრძნო თავი, მონიტორზე გაისინჯა პულსი ნორმაში ჰქონდა. დაახლოებით 3-5 წუთის მერე იგრძნო ძლიერი თავის ტკივილი, წამებში გაჩნდა რეანიმატოლოგი ჩვენთან, პაციენტი კრუნჩხვაში ჩავარდა - 

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, ექიმების თქმით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. კატასტროფის ბრიგადამ ექთანი თბილისში გადმოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.