საქართველოში პროტესტის 21-ე დღეა - უკიდურესად ცივი ამინდების მიუხედავად, მოქალაქეები ბათუმის ქუჩებში გამოდიან

18.12.24 21:01
საქართველოში პროტესტის 21-ე დღეა - უკიდურესად ცივი ამინდების მიუხედავად, მოქალაქეები ბათუმის ქუჩებში გამოდიან

საქართველოში პროტესტის 21-ე დღეა - დედაქალაქის მთავარი გამზირის გარდა, მოქალაქეები ბათუმის ქუჩებშიც გამოდიან. უკიდურესად ცივი ამინდების მიუხედავად, ზღვისპირა ქალაქში ხალხი ყოველ დღე, 19:00 საათზე, მთავრობის სახლთან იკრიბება. 

"ეს არის გზა, რომელიც ჩვენ გამარჯვებამდე მიგვიყვანს" - ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ხელახლა ჩატარებასა და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. 

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".   

მსგავსი სიახლეები