ავარია "300 არაგველზე" - 77 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

06.09.21 10:39
ავარია "300 არაგველზე" - 77 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კოვიდპაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

77 წლის კოვიდინფიცირებულ პაციენს  დამატებითი კვლევები ამ წუთებშიც უტარდება, მას გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.

"300 არაგველის" მეტროსთან მომხდარი ავარიის შედეგად ასევე დაშავებულია ექთანი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. სასწრაფოს მძღოლმა კი კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა. 

სასწრაფო დახმარების მანქანა წუხელ გადაბრუნდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.