პრეზიდენტის წინააღმდეგ მადისკრედიტებელ კამპანიაში არაავთენტური ანგარიშები ჩაერთნენ - ISFED
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, ევროპარლამენტის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოსტზე არაავთენტური და საეჭვო ანგარიშები ჩაერთნენ.
ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშები ქვეყნის მთავარსარდლის მიმართ მადისკრედიტებელი კამპანიისთვისაა განკუთვნილი.
18 დეკემბერს ევროპარლამენტმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტზე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ათასობით კომენტარის შემდეგ, მის მადისკრედიტირებელ კამპანიაში არაავთენტური და საეჭვო, მათ შორის უცხოური ანგარიშები ჩაერთნენ. პროფილების ნაწილი პოსტზე ერთსა და იმავე კომენტარს რამდენჯერმე წერს.
სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კომენტარების დაწერისკენ ფეისბუქმომხმარებლებს მოუწოდებდა პროევროპული აქციების მადისკრედიტირებელი ფეისბუქჯგუფი "ანტიმაიდანიც", რომელიც პლატფორმიდან არაერთხელ წაიშალა", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 18 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგა. პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან:
- მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ევროპარლამენტიდან ამხილა
- არჩევნებზე 600 მილიონი შავი ფული გამოიყენეს - პრეზიდენტმა ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა
- "ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს, ვერსად დავუკავშირდი" - ზურაბიშვილი
- "საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა" - ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა
- "ხელახალი არჩევნები აუცილებელია... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ" - ზურაბიშვილი ევროკავშირს
- ქართველები დღე და ღამე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ევროპა კი ნელა რეაგირებს, უნდა იმოქმედოთ - ზურაბიშვილი
- საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს - პრეზიდენტი
- კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს - 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს - პრეზიდენტი
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან