აქტივისტს, რომელიც სპეცრაზმმა სასტიკად სცემა, მხედველობა დაუქვეითდა

19.12.24 15:17
აქტივისტს, რომელიც სპეცრაზმმა სასტიკად სცემა, მხედველობა დაუქვეითდა

„მძიმე დაზიანებები აღმენიშნებოდა, რის გამოც მხედველობის 20 %-იც კი დამაკლდა“ - ამის შესახებ აქციაზე სასტიკად ნაცემმა  გიორგი ჩუტკერაშვილმა "ტვ პირველს" საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, აქტივისტი მოსამართლე ლელა მილდენბერგერს პროცესზე იმ სასტიკ ანგარიშსწორებაზე უყვება, რაც მის მიმართ განხორციელდა, თუმცა სანქცირებული მოსამართლე, ჩუტკერაშვილს ყოველ ჯერზე აჩუმებს, ეუბნება, რომ სხდომაზე პოლიციელების მხირდან ჩადენილი დანაშაული არ განიხილება.

მე ძირითადად ზურგუს და თავის არესი მქონდა დაზიანება. ოქმში ჩაწერილი იყო, რომ, ნაკაწრები მქონდა, არადა მძიმე დაზიანებები აღმენიშნებოდა, რის გამოც მხედველობის 20 %-იც კი დამაკლდა. ულოგნობას და უმისამრთლო გინებას მედავებიან, რომელიც საერთოდ არ ყოფილა. ეს ყველაფერი ადამიანებსი დაშიენაბს ემსახურება", - ამბობს გიორგი ჩუტკერაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ  ჩუტკერაშვილმა სპეცრაზმელების სისასტიკეზე მედიასთან, 3 დეკემბერს კლინიკიდან ჩართვისას ისაუბრა. 

საქალაქო სასამართლოში პროტესტის ფონზე ათობით ნაცემი აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ისინი მძიმე დაზიანებებით მოდიან სასამართლოში და ყვებიან იმ სასტიკ ანგარიშსწორებაზე, რასაც მათზე ნიღბიანები ახორციელებდნენ.