Freebusiness-ის ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა იყო - გიორგი ჩუგოშვილი
ტექნიკური, ჰაკერული შეტევა თავისუფალი ბიზნესის პორტალზე - ვებ-გვერდზე, სადაც უკვე მესამე დღეა რეჟიმის მოწინააღმდეგე კომპანიები საპროტესტო მოწოდებების გარშემო ერთიანდებოდნენ, რამდენიმე წუთის განმავლობაში წვდომა შეზღუდული იყო. ზუსტად იმ დროს, როცა საზოგადოებას უნდა გაეგო, რომელი კომპანიები არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ, პლატფორმაზე ჰაკერული შეტევა დაფიქსირდა.
პლატფორმის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ვებგვერდის სერვერი ისეა გამართული რომ მაღალ ტრაფიკსაც უძლებს.
"ტექნიკური, ჰაკერული, მაგრამ არც თუ ისე ძლიერი შეტევა იყო. მოვერიეთ, მაგრამ ძალიან სიმბოლურია, რომ ზუსტად 1 საათზე, როცა სია უნდა გამოგვექვეყნებინა, ზუსტად იმ მომენტში მოხდა. ვებგვერდის სერვერი ისეა გამართული, რომ შეუძლია დიდი რაოდენობის დატვირთვებს გაუძლოს. აქ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ბიზნესი იხდის გადასახადებს, ავსებს ბიუჯეტს და არ უნდა ეშინოდეს ხმის ამოღების.
უკვე 1100-ზე მეტმა კომპანიამ საკუთარი პროტესტი ოფიციალურად გამოხატა. 1100-ზე მეტი კომპანიის მოთხოვნა კი ამ წუთებშიც მუშავდებდა.
ასევე ნახეთ: