ავარია კახეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში- წნორში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა.ადგილობრივების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ მანქანას შეეჯახა. სხეულის მძიმე დაზიანებებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.