ალენ ბერსე მედიის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებსა და მესამე სექტორს ხვდება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ამ წუთებში ჟურნალისტებსა და რიგით მოქალაქეებს ხვდება, რომლებმაც სპეციალური დანიშნულების რაზმების სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადეს.
დახურულ კარს მიღმა აუდიენციაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც საპროტესტო აქციის ფარგლებში დაშავებული, სასტიკად ნაცემი და დასახიჩრებული მოქალაქეების უფლებებს იცავენ.
მესამე სექტორი ალენ ბერსესთან იმ კანონებზე საუბრობენ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" რეპრესიებისთვის დაჩქარებული წესით მიიღო. სწორედ ამიტომ NGO სექტორი ფიქრობს, რომ ევროსაბჭომ ვენეციის კომისიის მიერ მოცემული კანონების შეფასება უნდა მოითხოვოს.
ამასთან, საყურადღებოა, რომ საგანგებოდ დრო კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დაეთმო, რომელიც ალენ ბერსეს ინდივიდუალურად შეხვდა და მასზე განხორციელებული ანგარიშსწორების დეტალები გააცნო.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. მან შეხვედრები ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და ლევან იოსელიანთან უკვე გამართა. ალენ ბერსე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებსაც შეხვდა.