"რა მინდა ქე იცი, აბა შენ იცი" - ევროპის მოედანზე გურულები იკრიბებიან

19.12.24 18:24
"რა მინდა ქე იცი, აბა შენ იცი" - ევროპის მოედანზე გურულები იკრიბებიან

საქართველოში პროტესტის 22-ე დღეა - ამ წუთებში ევროპის მოედანზე გურულები იკრიბებიან, რომლებიც გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და აქციის ფარგლებში დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.

"რა მინდა ქე იცი, აბა შენ იცი" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი, რომლებიც რამდენიმე წუთში პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ. 

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".   

მსგავსი სიახლეები