"ევროპისკენ სწრაფვა ყველას გვაერთიანებს" - დავით გოგიჩაიშვილი გურულების მარშს შეუერთდა
დავით გოგიჩაიშვილი გურულების მარშს შეუერთდა. მისი თქმით, ევროპისკენ სწრაფვამ საქართველო გააერთიანა.
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ძნელია იმ ძალადობამ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აქციის მონაწილეების მიმართ ახორციელებს, ვინმეზე რეაგირება არ მოახდინოს და ხალხი ქუჩაში არ გამოიყვანოს პროტესტის გამსოახატავად.
მიუხედავად იმისა, რომ გურულების მარშს შემოვუერთდი, სხვა მარშებიც არსებობს. ეს არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს. თბს და საქართველოს ბანკი თუ ერთ კონტექსტში გამოჩდებოდნენ, რავიცი, ეს არის მისასალმებელი, ამასწინათ ვნახე ბარსას და რეალის ერთობლივი მარში. ეს არის დადასტურება, რომ ევროპისკენ სწრაფვა ყველას გვაერთიანებს.
ძალადობაზე ხალხი ასვ ვრეაგირებთ, ინსტიქტები გვაქვს. როცა ძალადობას ვხედავთ, არ შეგვიძლია ამის გაძლება და შესაბამისად ამასაც ვაპროტესტებთ. ეს მშვიდობიანი ფორმაა გამოხატვის და ერთად რაღაცის გამოხატვის. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ", - განაცხადა დავით გოგიჩაიშვილმა.