სტუდენტების უწყვეტი პროტესტის შემდეგ, თეატრალურმა უნივერსიტეტმა სოლიდარობის განცხადება გამოაქვეყნა
პროტესტმა შედეგი გამოიღო - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქციაზე დაზარალებულების შესახებ განცახდება გაავრცელა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.
ამასთან, უნივერისტეტი წერს, რომ ისინი მხარს უჭერენ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს - გიორგი მახარაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს.
მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით, მათ შორის მსახიობებზე - ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე“, - წერია განცხადებაში.
სოლიდარობის ტექსტის გამოსაქვეყნებლად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე ერთი კვირაა იბრძვიან.