"სპეცრაზმი დუბინკით გაუპატიურებით გვემუქრებოდა" - ნაწამები აქტივისტების გასამართლება

19.12.24 20:32
"სპეცრაზმი დუბინკით გაუპატიურებით გვემუქრებოდა" - ნაწამები აქტივისტების გასამართლება

 

ნაცემი კაცი, რომელსაც სპეცრაზმი დუბინკით გაუპატიურებით ემუქრებოდა, დამნაშავედ გამოაცხადეს. სასამართლო დარბაზში აქტივისტი  გამაოგნებელ ამბავს ყვებოდა, როცა ის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გააჩუმა და საუბარი აღარ გააგრძელებინა. ნეკნებჩამტვრეულ  გია ჯვარშეიშვილს შავრაზმელები  შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფსიქოლოგიურად ატერორებდნენ. დაკავების დროს  საქართველოს დროშა ხელიდან გამოგლიჯეს, კისერზე შეამოხვიეს და ახრჩობდნენ.

ნიღბიანი სპეცრაზმელები სასტიკ ძალადობასა და დუბინკით გაუპატიურებით მუქარაში ამხილა კიდევ ერთმა აქტივისტმა.   გიორგი ჩუტკერაშვილმა უმძიმესი წუთები გაიხსენა, როცა დაკავების შემდეგ ძირს დააგდეს, ათრიეს,  ტანსაცმელი გახადეს, ნივთები მოპარეს, შემდეგ კი აიძულებდნენ ეთქვა ის, რაც საერთოდ არ მომხდარა.  20 სპეცრაზმელის უმოწყალოდ ცემის გამო ჩუტკერაშვილმა მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა. ისე დღეს სანქცირებულმა მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა სამართალდამრღვევად გამოაცხადა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები