"ქართული ოცნება" არ ამბობს, "ქართული ოცნება" ბოდავს - ბეშიტაიშვილი

19.12.24 20:24
"ქართული ოცნება" არ ამბობს, "ქართული ოცნება" ბოდავს - ბეშიტაიშვილი

"ქართული ოცნება" არ ამბობს, "ქართული ოცნება" ბოდავს - ამის შესახებ მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა "პირველებთან" გურულების საპროტესტო მსვლელობის დროს განაცხადა.

მსახიობი ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც საქართველოში 22-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, ძალას და მუხტს დღითი დღე იკრებს. 

"ქართული ოცნება" არ ამბობს, "ქართული ოცნება" ბოდავს. საპროტესტო აქცია იკრებს ძალას დღითი დღე, ამას მარტო მე არა, ნებისმიერი ადამიანი გრძნობს, თავადაც გრძნობენ და მაგიტომაც არიან აფართხალებულები", - ამბობს დავით ბეშიტაიშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს, 19 დეკემბერს, გურულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი, თავდაპირველად, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და შემდეგ მარშით პარლამენტთან გადაინაცვლეს. 

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".     

მსგავსი სიახლეები