ეს გამარჯვება პიროვნულად ჩვენზე გადის, არ უნდა გავტყდეთ და ბოლომდე უნდა ვიდგეთ - გიორგი ბოჭორიშვილი

19.12.24 21:05
ეს გამარჯვება პიროვნულად ჩვენზე გადის, არ უნდა გავტყდეთ და ბოლომდე უნდა ვიდგეთ - გიორგი ბოჭორიშვილი

გიორგი ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ახალ წელს, 31 დეკემბერსაც რუსთაველის გამზირზე იდგება. მსახიობის თქმით, ხალხი არ დაიღლება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. 

ეს გამარჯვება პიროვნულად ჩვენზე გადის, არ უნდა გავტყდეთ და ბოლომდე უნდა ვიდგეთ - ამბობს ბოჭორიშვილი.

მსახიობის თქმით, "ოცნება" ჯერ არცერთ დათმობაზე არ წასულა ხალხთან - სანამ არ გატყდებიან თუ სანამ გონს არ მოეგებიან, იქამდე ვიდგებით - ამბობს ბოჭორიშვილი.

31-შიც და სადამდეც არ იქნება ის შედეგი, რასაც ხალხი ვითხოვთ, მანამდე აქ ვიქნებით, ორი აზრი არ არსებობს. 31 დეკემბერს არ გამოვყოფდი ასე განსაკუთრებულად, რადგან ჩვეულებრივი დღე იქნება ალბათ, როგორც აქამდე არის.  ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა, ასევე ძალიან კარგია ეს სანქციები, იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით თუ არ არის ის ძალა, რომელიც ამ ხალხს პასუხს აგებინებს, ქვეყნის გარეთ რომ არის, ეს დადებითი ფაქტორია ჩვენთვის. მაგრამ ეს გამარჯვება პიროვნულად ჩვენზე გადის, სწორედ ჩვენ შევძვლებთ ვიდგეთ ბოლომდე აქ, არ გავტყდეთ, იმიტომ, რომ ჯერ არცერთ დათმობაზე არ წამოსულან, უკანონოდ დაკავებული პატიმრები ჯერ გათავისუფლებულები არ არიან, ვინც იძალადა, ისინი პასუხისგებაში მიცემულები არ არიან, ახალ არჩევნებზე საერთოდ საუბარი არ არის და პირიქით, ყოველდღე შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, ამიტომ რაზეა საერთოდ საუბარი. ვიდგებით ბოლომდე, სანამ არ გატყდებიან თუ სანამ გონს არ მოეგებიან თუ არ გაიგონებენ იმ ხალხის ხმას, რომელიც აქ დგას. ეს ხალხი აქ დგას და იდგება იქამდე, სანამ არ მივიღებთ იმას, რაც გვინდა", - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი. 

მსგავსი სიახლეები