მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, თვითონვე არიან პარალიზებულნი-ნოდიკო ტატიშვილი

19.12.24 21:00
მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, თვითონვე არიან პარალიზებულნი-ნოდიკო ტატიშვილი

გამოიკვეთა, რომ მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, თვითონვე არიან პარალიზებულნი, - ამის შესახებ მომრერალმა ნოდიკო ტატიშვილმა განაცხადა, რომელიც პარალამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

ნოდიკო ტატიშვილი ამბობს, რომ მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ჯანსაღ პირობებში და ასევე გათავისუფლდნენ უდანაშაულო პატიმრები.

“მინდა, ახალ წელს, ის უდანაშაულო ადამიანები შეხვდნენ სახლში, ოჯახებთან ერთად“, - განაცხადა ტატიშვილმა.

მე მახსოვს 100 და 200 ათასობით კაცი რომ იდგა გარეთ, “ოცნების“ წარმომადგენლები იძახნდნე 6 ათასი კაცი დგასო. ესენი არაფერში არ არიან ძლიერები, განსაკუთრებით იმაში უჭირთ, რომ თავიანთ ხალხს ვერ უსმენენ, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ხელისუფლების წყარო. 

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გამოიკვეთა, მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, თვითონვე არიან პარალიზებულნი. ერთადერთი კარგი რაც შეიძლება გააკეთონ, ეს არის, დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ჯანსაღ პირობებში. ამასთან, უნდა გათავისუფლდნენ ის უდანაშაულო პატიმრები, რაც შეიძლება მალე. მინდა, ახალ წელს, ის უდანაშაულო ადამიანები შეხვდნენ სახლში, ოჯახებთან ერთად“, - განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".